მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ ნავთობზე სრული აკრძალვის გამოცხადება ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს - აშშ-ს ხაზინის მდივანი

624dea0daede4
ალა ისპირიანი
06.04.22 23:34
1583
აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ექსპორტის აბსოლუტური აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

”რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის დაბლოკვის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპაში, ძალიან არის დამოკიდებული ამ ნავთობზე და ჩვენ სავარაუდოდ ფასების მნიშვნელოვან მატებას დავინახავთ, თუ რუსული ნავთობის ექსპორტს სრულად ავკრძალავთ”, - განუცხადა მან კონგრესს.

იგი იმედოვნებს, რომ ნავთობკომპანიები მთელს მსოფლიოში წარმოებას გაზრდიან, რათა რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი სანქციების დაწესება გახდეს შესაძლებელი.