მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ამიაკის ექსპორტი სამხედრო ტყვეების სანაცვლოდ - რა შესთავაზა ზელენსკიმ გაერო-ს?

6324d301ca2fd
ალა ისპირიანი
17.09.22 00:00
1185
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსული ამიაკის უკრაინის გავლით ექსპორტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს.

Reuters-ის ცნობით, მათთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს მოსაზრება მან გაერო-ს შესთავაზა.

"ვეწინააღმდეგები რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ამონიუმის მიწოდებას. ამას მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ გავაკეთებდი. სწორედ ეს შევთავაზე გაერო-ს“, – განაცხადა ზელენსკიმ ინტერვიუში.

Reuters- ი წერს, რომ სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით , ზელენსკის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ კრემლში და მას შეუსაბამო უწოდეს.