მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი აგვისტოში დაგეგმილი ფრენების 60%-ს აღადგენს

5f2c033a4897b
ნათია თაქთაქიშვილი
06.08.20 21:00
1547
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი დაგეგმილი ფრენების 60% აღადგენს აგვისტოში. ავიაკომპანიის განცხადებით, ივლისის თვე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Ryanair-ისთვის და ევროპის მასშტაბით 4.4 მილიონი მგზავრი უკვე გადაიყვანა.

რადგან მოგზაურთა ნდობა იზრდება, Ryanair-ი გეგმავს ფრენების მიმართულებების 1,600-მდე გაზრდას, ხოლო ავიაკომპანია კვირაში 11,000-მდე რეისის შესრულებას აპირებს.

Ryanair-ის განცხადებით, ავიაკომპანია პანდემიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ყველა ნორმებს იცავს, უკონტაქტო გადახდისა და ნიღბის გამოყენების ჩათვლით.

ავიაკომპანიის განცხადების მიხედვით, მათ მგზავრობის ღირებულება არ გაუზრდიათ და ბილეთები ისევ 19.99 ევროდან არის ხელმისაწვდომი (ერთი გზა) Ryanair-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„სასიამოვნოა, რომ მომხმარებელთა ნდობა ბრუნდება და მათ წარმატებით მოახერხეს ადაპტაცია ჩენს უსაფრთხოების ნორმებთან. ასე, რომ მოგზაურები იგივე ტარიფით შეძლებენ მომსახურების მიღებას ევროპის მასშტაბით“, -განაცხადა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი უილსონმა.