მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი ივლისში ფრენების 40%-ით აღდგენას გეგმავს

5eba5f03e6fcb
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.20 12:54
921
ავიაკომპანია Ryanair-ი ივლისში, მას შემდეგ, რაც ქვეყნები მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებენ, ფრენების 40%-ით აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ავიაკომპანია გეგმავს, დაუბრუნდეს კორონავირუსამდელ პერიოდს და ფრენები თითქმის სრულად აღადგინოს. Ryanair-ი იმედოვნებს, რომ დღეში ჯამურად 1,000 რეისს შეასრულებს.

BBC-ის მიხედვით, COVID-19-ის მიზეზით დაწესებული აკრძალვების გამო, ავიაკომპანია დღეში მხოლოდ 30 რეისს ასრულდებდა ირალნდიაში, ბრიტანეთსა და ევროპაში.

Ryanair-ი მგზავრებს მოუწოდებს, ონლაინ გაიარონ რეგისტრაცია და თან იქონიონ მცირე ზომის ბარგი.

აეროპორტში გამოცხადებისას, მგზავრებმა უნდა ატარონ პირბადე და გაიზომონ ტემპერატურა.