მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ს სარეკლამო სლოგანისთვის აკრიტიკებენ

5e3a8cb5b1439
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.20 21:20
1163
ბრიტანეთის სარეკლამო ცენზორმა Advertising Standards Authority-მა ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი სლოგანების გამო გააკრიტიკა. საქმე იმაშია, რომ ავიაკომპანია ბოლო პერიოდში თავს იწონებს როგორც რეგიონის "ყველაზე დაბალი C02 ემისიის მქონე ავიაკომპანია". ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Advertising Standards Authority-იმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მხარს ვერ დაუჭერს Ryanair-ის სარეკლამო განცხადებებს „დაბალ C02 ემისიასთან“ დაკავშირებით, რომლებსაც ხშირად შევხვდებით პრესაში, ტელევიზიასა და რადიოში.

ამასთან, Advertising Standards Authority-ის განცხადებით, კომპანიას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, რადგან Ryanair-ი CO2-ის დაბალი ემისიით არ გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვითი ჯგუფის მონაცემებით, Ryanair-ი გასულ წელს დასახელდა როგორც ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ავიაკომპანია.