“სააფთიაქო ბიზნესი ხელისუფლებასთან გარიგებული მონოპოლისტური ბიზნესია” - ამის შესახებ #Forbestalks-ში პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტია, რაც სხვებს განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს.
“ეს მონოპოლიები იმ მკაცრმა რეგულაციებმა ჩამოაყალიბა, რომელიც ზოგადად წამლის გაყიდვის უფლებასთან დაკავშირებით შეიქმნა. კერძოდ იმან, თუ წამალი როგორ და რა ვითარებაში უნდა გაიყიდოს.
საქართველოში ძირითადად 3 ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ერთმანეთს იმაზე ეჭიდავება, ვინ უფრო მეტ ქსელს გახსნის, რომ აფთიაქში მეტი კლიენტი შეითრიოს და წამალი ძვირად მიჰყიდოს. რეგულაციების მოხსნა მნიშვნელოვანია. ის მცირე ფარმაკომპანიებს ბაზარზე შემოსვლას და გიგანტებზე კონკურენციის გაწევას უზღუდავს.
ვაპირებთ, რომ ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი დავნერგოთ. რაც გულისხმობს იმას, რომ მწარმოებლიდან აფთიაქამდე ფასი გამჭვირვალე უნდა გახდეს და ცნობილი იყოს მასში ჩადებული მოგება რამდენია. ფარმაცევტს შეუძლია, რომ მცირე აფთიაქი სახლში მოაწყოს და მედიკამენტი იქიდანაც გაყიდოს, ან პირველადი მოხმარების წამლების გაყიდვის ქსელი სუპერმარკეტში იყოს. როდესაც ჩვენ ქვეყანაში ფასის და ხარისხის კონკურენციას დავიწყებთ, ამდენი აფთიაქი აღარ იქნება” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის