“რუსული კანონის” განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დავალებით, მანდატურის სამსახურმა ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, თემურ ჯანაშიას, თინა ბოკუჩავასა და ანა ნაცვლიშვილს, რომლებიც პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს და უმრავლესობის საპარლამენტო ლიდერის, მამუკა მდინარაძის ტრიბუნაზე დადგომას აპროტესტებდნენ.
სხდომა საკუთარი ნებით დატოვეს სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.
პარლამენტში რუსულ კანონს I მოსმენით ამ წუთებშიც განიხილავენ. სხდომა შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი გუნდის მოსმენაზე უარს აცხადებენ.