თბილისის სააპელაციო სასამართლო ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
"2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე მ. ხ-ს, ბ. ჯ-სა და ა.წ-ს მიმართ. საქართველოს გენერალური პროკურატურის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილის, სალომე ჩიქობავას და გიორგი მიქავას, ასევე მსჯავრდებულ ა. წ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - კახაბერ წერეთლის, მსჯავრდებულების - მ.ხ-ს, ბ. ჯ-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზვიად კორძაძის, ეკატერინე ეგუტიას და მამუკა ჭაბაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი და მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით და თაღლითობაში დახმარება).
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გაათავისუფლა დანიშნული სასჯელის მოხდისგან", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი