მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

636216ef9e480
მარიამ ვარადაშვილი
02.11.22 11:14
526
სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 24 ნოემბერს, გამოაცხადა.

"ნიკა გვარამია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტის და სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის ბ პუნქტით წარდგენილ ბრალდების ნაწილში გამართლდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ა და ბ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტის დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით.

ნიკა გვარამია ცნობილი იქნეს დამნაშავედ 220-ე მუხლის ორი ეპიზოდით დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით ე.წ ავტომანქანის ეპიზოდით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით",-განაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ. 

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3-ნახევარი წლით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.