04.მარტი .2020 10:39

„საარჩევნო წელი ჩემთვის უფრო იოლი წელია“ - "ნატახტარის" კორპორატიული დირექტორი

views 412
უკან

"საარჩევნო წელი ჩემთვის უფრო იოლი წელია, ვიდრე - სხვა წლები", - ამის შესახებ Bm.ge-ის "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.

როგორც ის ამბობს, კომპანია წელს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ინვესტირებას, ვინაიდან საარჩევნო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ახალი რეგულაციების ამოქმედება არ ხდება.

"საარჩევნო წელი ჩემთვის უფრო იოლი წელია, ვიდრე - სხვა წლები, რამდენადაც მაგალითად, რეგულაციების მიღება და გამკაცრება არ ხდება. ამდენად ეს წელი ბიზნესისთვის ის წელია, როდესაც პირიქით უნდა გაგვიადვილდეს ინვესტირება, მაგრამ ბიზნესები თავს ვიკავებთ და ეს არასწორია. რა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში? - ვთქვათ შეიცვალა მთავრობა - ბიზნესის კეთება შეიცვლება? სხვა კურსი იქნება?... მე დღეს უფრო ვცდილობ ჩემს ბიზნესში ინვესტირებას", - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

"ნატახტარის" კორპორატიული დირექტორი კერძო სექტორს რეკომენდაციას აძლევს და ამბობს, რომ ეს წელი საუკეთესოა შიდა ინვესტიციების განსახორციელებლად.

"ბოლო 3 წლის განმავლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიციაზე მოვაწერეთ ხელი; წელს ამის შესაბამისა, მესამედ ინვესტიციას ჩავდებთ. მე რომ დაველოდო არჩევნებს, ჩემთვის მაინც არაფერი შეიცვლება, შიდა ინვესტიციებზე მაქვს საუბარი. ჩემი მოწოდება და რეკომენდაციაა, რომ ეს არის საუკეთესო წელი ინვესტირებისთვის. რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს, სწორედ აქ ხდება შენელება, როდესაც არჩევნებს ველოდებით", - განმარტა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.