მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო უნივერსიტეტის 30 სტუდენტი თბილისის აეროპორტში სტაჟირებას გაივლის

63eddc25e33c0
BM.GE
16.02.23 11:31
736
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის 30 სტუდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟირებას გაივლის. ინფორმაციას "ტავ ჯორჯია" ავრცელებს.

1,5-თვიან სტაჟირებას სტუდენტები გადაზიდვებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში გაივლიან, სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმდებიან.

"თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

TAV Georgia საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.