მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა იზღუდება

61a1124392418
BM.GE
26.11.21 21:02
475
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27-30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.

"ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.