მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ნაძვის ხის შეძენა თბილისს 720 ათასი ლარი დაუჯდება

ნაძვის ხე
BM. GE
26.10.23 18:33
492

თბილისს ახალი ნაძვისხის შეძენა 720 ათასი ლარი დაუჯდება, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

სატენდერო განაცხადის მიხედვით, ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი. მას 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება. ნაძვის ხე 100 აქსესუარით მოირთვება. მათ შორის იქნება გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავები და ფიფქები, კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშოები.

ტენდერში კომპანია ღამის შოუს სტუდიამ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, კომპანია თბილისის მერიას ნაძვის ხეს 720 ათას ლარად მიაწვდის, რაც სატენდერო ფასზე 10 ათასი ლარით ნაკლებია.

განაცხადს თან ახლავს შესრულებული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც, რომლის თანახმადაც კომპანიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და კერძო კომპანიებს ნაძვის ხის მორთვისა და საახალწლო დეკორაციების მიწოდების 10 კონტრაქტი აქვს შესრულებული, რომელთა საერთო ღირებულებაც 874 ათას ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები