მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭოთა მიდგომის, არასწორი, ცენტრალიზებული განათლების სისტემა ვერ ამართლებს - "ნიუტონის სკოლის" დირექტორი

63257b5b762d4
მარიამ იზორია
17.09.22 12:15
1281
“საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ“ - ამის შესახებ BMGDRIVE-ს ეთერში „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ დირექტორმა განაცხადა.

როგორც გიორგი მელაძე ამბობს, ცენტრალიზებულად დაგეგმილი საგანმანათლებლო სისტემა ქვეყანაში განათლების ხარისხს ვერ გააუმჯობესებს.

„იმისათვის, რომ განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. ისინი თუ არ შეეჯიბრებიან ერთმანეთს და არ ეცდებიან, რომ მეტი ინოვაცია დანერგონ - არაფერი გამოვა. ახლა, რაც არსებობს ერთიანი სტანდარტი, მისი ხარისხი დაბალია. ამ სტანდარტში არაფერი გვაქვს და საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერც ამ სტანდარტს აღწევენ. ქაღალდზე, რაც იწერება ის პრაქტიკაში არ გვაქვს და ქაღალდზევე რჩება.

ვიღაც რომ დაჯდება და ცენტრალიზებულად მოიფიქრებს თუ რა არის კარგი, ის ვერასდროს გაამართლებს. ასეთი ჩვენ საბჭოთა კავშირი გვქონდა, სადაც ცენტრალიზებულად გეგმავდნენ ყველაფერს და კი ვიცით რაც დაემართა.

შეუძლებელია შენ ყველაფერი იცოდე და სწორად დაგეგმო, რაც არ უნდა კარგი სპეციალისტები გყავდეს“ - განმარტავს ის.