მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთი და ჩინეთი მასშტაბურ ეკონომიკურ თანამშრომლობას იწყებენ

5dc952bec0ee9
მიხეილ ხაჩიძე
11.11.19 20:41
1127

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება. საბერძნეთის ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა განაცხადა, რომ მათი საერთო სურვილია მსოფლიოს ორ უძველეს ცივილიზაციას შორის ურთიერთობები გაფართოვდეს.



საბერძნეთის პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის მეთაურმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პეკინი და ათენი "ბუნებრივი პარტნიორები არიან" და ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ და  ითანამშრომლებენ ბევრ სექტორში.

"ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ სატრანზიტო კავშირები, ორმხრივი ვაჭრობის გასაფართოვებლად. ამავე დროს, განვიხილავთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და საბანკო სექტორში ინვესტიციების ჩადებასაც",-აღნიშნა სი ძინპინმა.



თავის მხრივ, საბერძნეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მხარეები ტურისტულ სფეროში ურთიერთობასაც გააძლიერებენ. მიცოტაკისის თქმით, ორივე ქვეყნის საერთო მიზანია, რომ 2021 წელს საბერძნეთს მილიონი ჩინელი ტურისტი ეწვიოს.



ჩინეთი და საბერძნეთი  თანამშრომლობას განახორციელებენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. კერძოდ, პეკინი ბერძნული კივის, ზეთისხილისა და საბერძნეთის პატარა ქალაქ კოზანიდან ყვითელი ყვავილის ექსპორტს განახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქის ადგილობრივ ეკონომიკას.