მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან - კუნძულ ევიას ადამიანები ნავებით ტოვებენ

610b7ba6d9b0d
თამთა ჯიჯავაძე
05.08.21 09:43
1265
საბერძნეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. კუნძულ ევიაზე მყოფი ადამიანები იძულებული გახდნენ კუნძული ნავებით დაეტოვებინათ, ვინაიდან ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

The Guardian-ის ცნობით, სტიქიამ დაახლოებით 150 სახლი გაანადგურა. ათობით სოფელი ცეცხლის ალყაშია მოქცეული. კუნძულ ევიაზე, რომელიც დედაქალაქ ათენიდან 200 კილომეტრში მდებარეობს, ცეცხლის ლოკალიზებას 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

ქვეყნის მასშტაბით ჯამში 100-ზე მეტი ცეცხლის კერაა. მეხანძრეები ხანძარს ებრძვიან ათენის შემოგარენშიც. სტიქია მძვინვარებს ქალაქ ოლიმპიასთანაც.

საბერძნეთში ზაფხულის სეზონზე ტყის ხანძრები ხშირია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ გლობალური დათბობის გამო, იზრდება ტემპერატურა და მსგავსი ტყის ხანძრები თანდათან უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება.

მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეულმა ხანძრებმა წელს იტალია, თურქეთი, ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაც დააზარალა. ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის ჩეხეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და კვიპროსი, დაზარალებულ ქვეყნებს ხანძართან ბრძოლაში ეხმარებიან.