მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა ხალხი მთავრობაში, ვინც აზრიანად ემუშავება მაღალი დონის ინვესტორებს - გიორგი ქობულია

6103e9191aeda
თელარა გელანტია
01.08.21 09:30
958
„საჭიროა ხალხი სამთავრობო სტრუქტურებში, ვინც აზრიანად ემუშავება ასეთი მაღალი დონის ინვესტორებს“, - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და საკონსულტაციო კომპანია Mckinsey-ის უფროსმა პარტნიორმა გიორგი ქობულიამ, რომელიც ამჟამად ტოკიოში მუშაობს, #ForbesTalks-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკის დარგით და ე.წ. „მწვანე წყალბადის“ წარმოებით იაპონიაში ინტერესი არის, მაგრამ კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

„ეს ძალიან დიდი მასშტაბის, მრავალმილიარდიანი პოტენციური საინვესტიციო პროექტია, რომელიც საქართველოს ჰიდრორესურსების ათვისებას გულისხმობს. საუბარია საქართველოში წყალბადის წარმოებასა და ევროპაში ექსპორტზე. ინტერესი იაპონიის სახელმწიფო დონეზე არსებობს. ჩემი აზრით, მსგავსი პროექტები საქართველოსთვის ძალიან დიდ პერსპექტივას ქმნის, მაგრამ საჭიროა, იყოს პირობები, იყოს ხალხი დღევანდელ სამთავრობო სტრუქტურებში, ვინც აზრიანად ემუშავება ასეთი მაღალი დონის ინვესტორებს და შეკრავს მსგავსი დონის პროექტებს. არაერთხელ მითქვამს, სამწუხაროდ, ასეთი კადრები არ გვყავს. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრობლემა კვალიფიკაციის ხარისხია; მე არ ვამბობ, რომ კვალიფიციური ხალხი საერთოდ არ გვყავს, მაგრამ ეს არაა საკმარისი რაოდენობა და მეორე პრობლემაა მოტივაციის ნაკლებობა, რომელიც ზემოდან მოდის - თუ ხელმძღვანელობა სწორად იქცევა და სწორ მოტივაციას ქმნის, მერე ყველა იწყებს ისე მოქცევას, როგორი მაგალითიც ხელმძღვანელობისგან მიიღო. დღეს საჯარო უწყებებში მოტივაცია არ აქვთ; განვითარებულია საკმაოდ დიდი ნიჰილიზმი. რიტორიკა, ჩემი აზრით, ძირითადად ორიენტირებულია პოპულიზმზე.

ამ პროექტზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, პირველი კითხვა, რომელსაც მისვამენ <იაპონიაში> არის ის, ვინ იქნება ამ პროექტის მხარე საქართველოდან, ვის უნდა ვემუშაოთ? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს... ამიტომ თუ ჩვენ გვინდა, ეკონომიკის სწრაფი ზრდა და შესაბამისად, ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, გვჭირდება სახელმწიფო სტრუქტურების და იქ დასაქმებულების კვალიფიკაციის გაძლიერება, რომ ასეთ პროექტებს გავუმკლავდეთ“, - ირწმუნება გიორგი ქობულია.

კითხვაზე - რატომ ვერ იქნება მხარე ეკონომიკის სამინისტრო, „ოცნების“ მთავრობის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ პოტენციურ ინვესტორებს სჭირდებათ „რეალური მხარე“, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ ასეთ „რეალურ მხარედ“ გიორგი ქობულია არც მოქმედი პრემიერ-მინისტრი მიაჩნია, რომელსაც პირადადაც იცნობს.