მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი - 6.7%-ით, საავიაციო ნავთის კი 44.5%-ით შემცირდა

5fd0ac5918956
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.20 15:00
738
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის 11 თვეში საცხებ-საპოხი მასალებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათი ცნობით, საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 0.01 ათასი ტონით ანუ 0.6%-ით გაიზარდა და 1.67 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1.92 ათასი ტონა) შედარებით 0.25 ათასი ტონით, ანუ 13%-ით შემცირდა.

„მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 17.12 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18.34 ათასი ტონა) შედარებით 1.22 ათასი ტონით ანუ 6.7%-ით ნაკლებია.

იანვარ-ნოემბერში ყველაზე დიდი მოცულობით საცხებ-საპოხი მასალების თურქეთიდან - 5.25 ათასი ტონა (იმპორტის 30.7%); რუსეთიდან - 2.73 ათასი ტ. (15.9%); გერმანიიდან - 1.54 ათასი ტ. (9.0%) და ირანიდან - 1.20 ათასი ტ. (7%) შემოვიდა“, - ნათქვამია ნავთომპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება 2020 წლის ნოემბერში, ქვეყანაში იმპორტირებულ საავიაციო ნავთს, ოქტომბერთან (4.4 ათასი ტ.) შედარებით იმპორტის მაჩვენებელი 0.8 ათასი ტონით, ანუ 18.2%-ით შემცირდა და 3.6 ათასი ტონა შეადგინა. ხოლო გასული წლის ნოემბერთან (9.2 ათასი ტონა) შედარებით იმპორტი 5.6 ათასი ტონით (60.9%-ით) შემცირდა.

„ჯამში, მიმდინარე წლის 11 თვეში საავიაციო ნავთის იმპორტმა 51.2 ათასი ტონა შეადგინა. კლება გასულ წელთან შედარებით 41.0 ათასი ტონა, ანუ 44.5%-ია.

იანვარ-ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტიორი ტოპ-3 ქვეყანათურქმენეთი (40.3 ათასი ტ. 78.7%), თურქეთი (8.6 ათასი ტ. 16.8%) და რუმინეთი (2.2 ათასი ტ. 4.3%) იყო“, - აცხადებენ იმპორტიორები.