მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არიან დასაქმებულები და როდის აპირებენ საქართველოში ჩამოსული რუსები უკან დაბრუნებას? - კვლევა

649d6a628d6da
გიგა ბენია
29.06.23 15:28
2465
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) საზოგადოებას საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტების შესახებ კვლევის შედეგები გააცნო. ჯამში 1008 მოქალაქე გამოიკითხა, საიდანაც 80% ეთნიკურად რუსი, 4% ქართველი იყო.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი მიგრანტი მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა. რუსეთის დატოვების მთავარ მიზეზად, გამოკითხულთა 87% პოლიტიკურ სიტუაციას ასახელებს, უკრაინასთან კონფლიქტს კი 73%. 29%-ისთვის რუსეთის დატოვების მიზეზი სამხედრო მობილიზაცია იყო.

კონკრეტულად საქართველოზე არჩევანის შეჩერებას რესპონდენტები, ძირითადად, საქართველოში არსებული უსაფრთხოებით, ცხოვრების ხელმისაწვდომობითა და ჩამოსვლის სიმარტივით ასაბუთებენ. CRRC-ის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების 93% უკან დაბრუნებას ახლო მომავალში არ აპირებს. 49% აცხადებს, რომ საქართველოში 1 წელზე მეტ ხანს დარჩება. მათი უმეტესობა თბილისსა და ბათუმში ცხოვრობს. დედაქალაქში მცხოვრები რუსების 35% საბურთალოს, 12% მთაწმინდას, 11% კი ვაკეს ირჩევს.

რაც შეეხება დასაქმებას, გამოკითხული მიგრანტების 40% ინფორმაციულ ტექნოლოგიებშია დასაქმებული, 4% მარკეტინგში, 4% განათლების სფეროში.

ცნობისთვის, კვლევა 2023 წლის აპრილსა და მაისში ჩატარდა. გამოიკითხნენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის თებერვლის შემდეგ ჩამოვიდნენ. CRRC-ის ცნობით, რესპონდენტები არაალბათური და არაშეთხვევევითი წესით შეირჩა და კვლევის შედეგების განზოგადება არ შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები