ჩვენი მთავარი მიზანია, ბიზნესის კეთების რეიტინგში პოზიციის ცვლილება მოხდეს პოზიტიურობის მიმართულებით; სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ბიზნესგარემოს და მის რეგულირებას, მნიშვნელოვანია, დაეფუძნოს სახელმწიფოს, ბიზნესის და დასაქმებულის უფლებადამცველს შორის კონსენსუსს, რაც, ჯამურად, პოზიტიურად აისახება ბიზნესგარემოზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესის კეთების რეიტინგი განსაზღვრავს ინსტიტუციურ მხარეს, თუმცა ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში არის სხვა მნიშვნელოვანი სასათბურე პირობები.
ბექა ლილუაშვილმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა გადაჭრაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.
„იმისთვის, რომ შევაფასოთ სუსტი პოზიციები, შეგვიძლია გამოვიყენოთ გადახდისუუნარობის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის და საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის. ერთია ბიუროკრატიის ხარისხი, რომელიც ბიზნესს სჭირდება შექმნისა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისთვის და მეორე - რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროცედურები, რათა მოხდეს საწარმოს გადახდისუუნარობის მართვა, ლიკვიდაცია და ბაზრიდან გასვლა. ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო, რადგან რეიტინგის ამ ნაწილში საკმაოდ სუსტი პოზიცია გვაქვს, თუმცა სხვადასხვა საკანონმდებლო ჩარჩო, მაგალითად გადახდისუუნარობის კანონმდებლობა, მშენებლობის კოდექსი, რომელიც 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, სამეწარმეო კოდექსი, რომელიც დამუშავების პროცესშია, დღგ-ს ავტომატურად გადახდის მექანიზმი, ბუნებრივია, გამოიწვევს რეიტინგში პოზიციის ცვლილებას", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება