მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ივანიშვილი თავად ჩაუდგა სათავეში დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას” - ბექა ლილუაშვილი

ბექა

“გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილი თავად ჩაუდგა სათავეში ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას” - ასე აფასებს დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას “ქართული ოცნების” მიერ დაორგანიზებულ 29 აპრილის კონტრაქციაზე. ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია.

“მაშინ, როდესაც ქვეყნის სტრატეგიული და კონსტიტუციური მიზნების შესაძლებლობა და შანსი, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის, ასეთი რეალური არასდროს ყოფილა, სწორედ ამ დროს, სამწუხაროდ, ქვეყნის სათავეში მყოფი ძალები აღმოჩნდნენ ყველაზე დიდი საფრთხე ამ შანსის გამოყენებისთვის. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილი თავად ჩაუდგა სათავეში ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ვნახეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ივანიშვილი ერთმანეთთან შეუთავსებელია და, როგორც ჩანს, “ოცნების” პირობებში ეს არც შეიცვლება”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად ივანიშვილის მცდელობებისა, ის საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, რომელიც პროდასავლურია, ვერ შეცვლის.

“არავის გამორჩეს, რომ თავისუფლებით მოპოვებულ და შენარჩუნებულ ენასთან, მამულსა და სარწმუნოებასთან ერთად, ჩვენ გვაქვს შეუცვლელი მოცემულობა - ქვეყნის მოსახლეობის ნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შეიძლება, შიშებით შეპყრობილმა ერთმა ადამიანმა, გლობალური ომის პარტიის შეთქმულების თეორიებით ყველა სიმაღლე მოხსნას, მაგრამ მოსახლეობის ამ არჩევანს ის ვერ შეცვლის და წინ ვერ აღუდგება”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი განცხადებით, გუშინდელი აქციიდან გამოჩნდა, რომ გამჭვირვალობის არგუმენტი გაცამტვერდა, რეალური მზიანი კი საქართველოს იზოლაციაში დატოვება და პარტნიორი ქვეყნების მტრად გამოცხადებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები