მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ინახება საქართველოს სავალუტო რეზერვები

5eb10fa5c9f69
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.20 11:26
2754
სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ბუფერია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $3.399 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (დღევანდელი კურსით 10.88 მილიარდ ლარს), მაგრამ სად ინახება ეს თანხა? - საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები საერთაშორისო ფასიან ქაღალდებსა და ობლიგაციებში არის განთავსებული და მას შესაბამისი საპროცენტო განაკვეთიც ერიცხება.

რეზერვების ნახევარი - 4,648,290,000 ლარის ღირებულებით ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული. სებ-ის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ რეზერვების პორტფელში თითქმის 500 მილიონი ლარი ავსტრალიის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისგან შედგება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვი შედგება იმ საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგანაც, რომელთა მიმართაც თავად საქართველოს სახელმწიფოს აქვს ვალი.

"2019 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვიდან მიღებული შემოსავლების
მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა და შემოსავალებმა 224 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2018  წელს მიღებულ შემოსავლებზე 63%-ით მეტია", - წერია ანგარიშში.

სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები:

სუვერენული ბონდები:

● US Department of the Treasury, Washington - 4,648,290,000 ლარის ღირებულებით;
● Australian Government, Canberra - 539,163,000 ლარის ღირებულებით;
● Canada, Ottawa - 172,355,000 ლარის ღირებულებით;
● Republic of Finland, Helsinki - 26,671,000 ლარის ღირებულებით;

სუპრანაციონალური საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები

● Bank for International Settlements, Basle - 86,020,000 ლარის ღირებულებით;
● African Development Bank, Abidjan - 74,171,000 ლარის ღირებულებით;
● European Investment Bank, Luxembourg - 65,143,000 ლარის ღირებულებით;
● Inter-American Development Bank, Washington D.C. - 44,854,000 ლარის ღირებულებით;
● EUROFIMA, Basel - 43,142,000 ლარის ღირებულებით;
● International Finance Corporation, Washington D.C. - 31,567,000 ლარის ღირებულებით;
● Asian Development Bank, Manila - 6,697,000 ლარის ღირებულებით;
● International Bank for Reconstruction & Development, Washington - 2,027,000 ლარის ღირებულებით;

სააგენტოს და სხვა ფასიანი ქაღალდები

● Bank Nederlandse Gemeenten, Den Haag - 242,556,000 ლარის ღირებულებით;
● Svensk Exportkredit AB, Stocholm - 144,585,000 ლარის ღირებულებით;
● Kommunalbanken AS, Oslo - 144,148,000 ლარის ღირებულებით;
● NRW Bank, Duesseldorf - 100,635,000 ლარის ღირებულებით;
● Agence Francaise de Developpement, Paris - 91,581,000 ლარის ღირებულებით;
● Landeskreditbank Baden-Wuerttemberg Foerderbank - 86,736,000 ლარის ღირებულებით;
● Province of Ontario Canada, Toronto - 86,683,000 ლარის ღირებულებით;
● Kreditanstalt fuer Wiederaufbau, Frankfurt - 84,072,000 ლარის ღირებულებით;
● Erste Abwicklungsanstalt, Dusseldorf - 83,952,000 ლარის ღირებულებით;
● Kommuninvest I Sverige AB, Orebro - 83,147,000 ლარის ღირებულებით;
● Japan Bank for International Cooperation, Otemachi - 79,389,000 ლარის ღირებულებით;
● Province of Quebec Canada, Quebec - 74,562,000 ლარის ღირებულებით;
● Municipality Finance PLC,Helsinki - 66,967,000 ლარის ღირებულებით;
● Royal Bank of Canada - 64,777,000 ლარის ღირებულებით;
● SNCF Reseau EPIC - 59,937,000 ლარის ღირებულებით.

საპროცენტო განაკვეთები თითოეული საინვესტიციო კატეგორიისთვის ასეთია:

● სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები - 0.5%-5.75%;
● სუპრანაციონალური სავალო ფასიანი ქაღალდები - 1.375%-3%;
● სააგენტოს ფასიანი ქაღალდები - 1%-4.5%.

ამ ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადები 2020-2024 წლებზეა გადანაწილებული.