მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ინახება საქართველოს სავალუტო რეზერვები

60a8ee72143fd
შოთა ტყეშელაშვილი
22.05.21 16:09
3628
სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისსების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2021 წლის 30 აპრილის მდგომარეობით $4.13 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ სად ინახება ეს თანხა? - საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები საერთაშორისო ფასიან ქაღალდებსა და ობლიგაციებში არის განთავსებული და მას შესაბამისი საპროცენტო განაკვეთიც ერიცხება. რეზერვების ყველაზე დიდი ნაწილი - ₾5 მილიარდი ლარის მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული. სებ-ის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ რეზერვების პორტფელში 662 მილიონი ლარი ავსტრალიის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისგან შედგება, კანადის მთავრობის ობლიგაციებში კი 225 მილიონი ლარი არის ინვესტირებული. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს სავალუტო რეზრევი შედგება იმ საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგანაც, რომელთა მიმართაც თავად საქართველოს სახელმწიფოს აქვს ვალი.

 

სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები:

სუვერენული ბონდები (სებ-ის ანგარიშში თანხები ლარებშია წარმოდგენილი):

აშშ-ის სახაზინო ვალდებულებები - ₾5,074,444,000;
ავსტრალიის სახაზინო ვალდებულებები - ₾662,094,000;
კანადის სახაზინო ვალდებულებები - ₾225,278,000;
შვედეთის სახაზინო ვალდებულებები - ₾49,141,000;
დანიის სახაზინო ვალდებულებები - ₾32,744,000.

სუპრანაციონალური ფასიანი ქაღალდები:

European Investment Bank - ₾69,791,000;
Bank for International Settlements - ₾65,517,000;
African Development Bank - ₾59,847,000;
Asian Development Bank, Manila - ₾54,350,000;
EUROFIMA, Basel - ₾50,833,000;
International Finance Corporation - ₾13,926,000;
Inter-American Development Bank - ₾13,366,000;
New Development Bank, Shanghai - ₾6,907,000.
Inter-American Investment Corporation - ₾5,950,000.

სააგენტოს ფასიანი ქაღალდები:

Bank Nederlandse Gemeenten Den Haag - ₾163,709,000
CPPIB Capital Inc Toronto - ₾144,719,000
CDP Financial In Montreal - ₾131,326,000
Agence Francaise de Developpement Paris - ₾125,506,000
Kreditanstalt fuer Wiederaufbau Frankfurt - ₾125,506,000
Svensk Exportkredit AB Stocholm - ₾118,500,000
Royal Bank of Canada - ₾93,413,000
Kommuninvest I Sverige AB Orebro - ₾92,104,000
Province of Alberta Canada - ₾77,231,000
Korean Development Bank - ₾75,489,000
Landeskreditbank Baden-Wuerttemberg Foerderbank - ₾71,768,000
Province of Quebec Canada Quebec - ₾68,919,000
NRW Bank Duesseldorf - ₾65,551,000
Erste Abwicklungsanstalt Dusseldorf - ₾63,379,000
Kommunalbanken AS Oslo - ₾60,658,000
SNCF Reseau EPIC - ₾57,781,000
სხვა - ₾388,887,000

საპროცენტო განაკვეთები თითოეული საინვესტიციო კატეგორიისთვის ასეთია:

სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდები - 0.125%-5.75%;
სუპრანაციონალური სავალო ფასიანი ქაღალდები - 0.25%-6%;
სააგენტოს ფასიანი ქაღალდები - 0.25%-5.25%%.

ამ ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადები 2021-2025 წლებზეა გადანაწილებული.