მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადახლოს განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი რამდენიმე დღეში გაიხსნება

5dee4334cb2b6
თათია ჩაფიჩაძე
09.12.19 16:45
2379
რამდენიმე დღეში ე.წ. სადახლოს განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნება - როგორც ფინანსთა მინისტრმა დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა, საბაჟო გამშვები პუნქტი სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს.

„შეუფერხებელი მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურა. იცით, რომ რამდნიმე კვირის წინ თურქ კოლეგებთან ერთად განახლებული სარფის საბაჭო გავხსენით. ახლა აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ ერთი საბაჟოს კონცეფციაზე, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტია. ეს მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ამას პოლიტიკურადაც დიდი დატვირთვა აქვს.

სულ რამდენიმე დღეში გვექნება შესაძლებლობა გავხსნათ ე.წ. სადახლოს საბაჟოს გამშვები პინქტი, რომელიც ასევე ეროსტანდარტებით არის აღჭურვილი” - განაცხადა მაჭავარიანმა.