მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სადაზღვეო სექტორს უნახავს ომიც, მაგრამ პანდემიის მსგავსი გამოწვევა არ გვქონია” - “ალდაგი”

61e2880e47582
მარიამ იზორია
15.01.22 19:47
1264
სადაზღვეო კომპანია “ალდაგის” გენერალური დირექტორი bmg drive-ში სტუმრობისას სადაზღვეო ინდუსტრიაზე პანდემიის გავლენას აფასებს და როგორც აღნიშნავს, მსგავსი მასშტაბის გამოწვევა სექტორს 31 წლიანი არსებობის პერიოდში არ ქონია.

გიორგი ბარათაშვილის თქმით, საბოლოოდ სექტორმა პრობლემებს თავი კარგად გაართვა. "ალდაგის მაგალითზე" ის ამბობს, რომ  თანამშრომლებიც შეინარჩუნეს, მომხმარებლის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაც მოახერხეს და სიახლეების დანერგვაც შეძლეს, რაც ელექტორნულ ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტირებას გულისხმობს.

“საქართველოში ინდუსტრია 31 წლისაა, ამ ხნის განმავლოვბაში სადაზღვეო სექტორს უნახავს ომიც, მაგრამ პანდემიის მსგავსი გამოწვევა არ გვქონა. სირთულეები განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისში გვქონდა, თუმცა არსებულ მდგომარეობას მალევე მოვერგეთ. 2021 წელს ბევრი სიახლე გვქონდა. დავიწყეთ ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტირება, პირველი კომპანია ვიყავით, ვინც ზარალების შეფასებაში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. ხელშეკრულების დადებაში კი ბლოკჩეინ ხელშეკრულება, რომლის დახმარებითაც პანდემიისას მოქალაქეები ჩვენს სერვისებს შეუფერხებლად იღებდნენ. 2020-2021 წლებში "ალდაგის" წილი ავტომობილების დაზღვევაში 43%-ით გაიზარდა. გასულ წელს კი პანდემიური რთული პერიოდის მიუხედავად, ჩვენი კორპორატიული კლიენტების 95%-მა დაზღვევა განაახლა, საცალო დაზღვევაში კი მომხმარებლის რაოდენობა 65%-დან 85%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება 2022 წელს, “ალდაგი” უფრო მეტად გაციფრულდება, მომხარებლის შესწავლაში ინვესტირებას განაგრძობს, სერვისებს გაამარტივებს და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით გააქტიურდება” - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.