მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები ისევ იზრდება

625528cf17984
გიორგი თოლორდავა
12.04.22 14:28
2744
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ბრუნდება და ნავთობის ფასები ისევ იზრდება.

ბარელი WTI-ის ღირებულება 3.1%-ითაა გაზრდილი და 97 დოლარს აჭარბებს, Brent-ის ფასი კი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ამჟამად 101 დოლარს შეადგენს. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ გუშინ ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 93 დოლარამდე იყო შემცირებული.

იზრდება ნავთობის სამომავლო კონტრაქტების, ანუ ფიუჩერსების ფასებიც. ამჟამად ივნისი-ივლისის ფიუჩერსები 96 დოლარად ივაჭრება, ოქტომბერი-ნოემბრის - 94 დოლარზე მეტად, დეკემბრის კონტრაქტების ფასი კი 93 დოლარის დიაპაზონში მერყეობს.

ფასების აღმასვლის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი ჩინეთში COVID-19-ის საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების და რეგულაციების შემსუბუქებაა. ინვესტორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ აზიის მასშტაბით ვირუსის სწრაფი გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მობილობას და, შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნას, თუმცა მოვლენები აღნიშნული სცენარით არ განვითარებულა.

გარდა ამისა, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის პირდაპირი ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია და მის მიერ მიწოდების შეზღუდვა ფასების ზრდას გამოიწვევს.