მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინვესტიციო გეგმას ვამზადებ - "ბიოლის" დამფუძნებელი

60f2d5cd214d1
BM.GE
18.07.21 23:00
963
ველნეს-კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ამბობს, რომ მზად აქვს საინვესტიციო გეგმა, რათა საერთაშორისო ინვესტორები საკონკურსოდ მოიწვიოს. მისივე თქმით, ინვესტორებმა უნდა ჩადონ თანხა, რათა კურორტი უფრო მასშტაბური გახდეს.

„ვამზადებ საინვესტიციო გეგმას, რათა მოვიზიდო საერთაშორისო ინვესტორები საკონკურსოდ. მათ უნდა ჩადონ თანხა, რათა ეს კურორტი იმ დონემდე მივიყვანო, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ეს კეთდება საერთშორისო დონეზე და ხარისხიანად. მიჩვეული ვარ ყველაფრის ხარისხიანად კეთებას. რუსეთში ჩემი სამედიცინო ქსელი ძალიან ცნობილი და პრემიუმ-სეგმენტისაა, აქ კი მინდა რომ მსოფლიო დონის ვენლენსის სისტემა შევქმნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ იქმნება ის, რაც მსოფლიოში არავის შეუქმნია ჯერ“, - განაცხადა მჭედლიძემ.

რაც შეეხება გეგმას სენაკში „ბიოლის“ ფილიალის გახსნის შესახებ, მჭედლიძე ამბობს, რომ სენაკში აქვს ტერიტორია, თუმცა ჯერ კოჯორში ძალიან ბევრი სამუშაოა და ამაზეა კონცენტრირებული. 

„არ მაქვს ჯერ იმდენი საინვესტიციო ძალა, რომ ეს პროექტი დავიწყო. სამედიცინო ქსელიდან კი მაქვს შემოსავალი, მაგრამ იმდენი არა, რომ ერთ წამში ავაშენო ყველაფერი. საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის წყალობით, რა თქმა უნდა, გავაკეთებ. ზოგადად, კოჯრის „ბიოლი“ იქნება ცენტრალური და შემდეგ შეიძლება რეგიონებში სხვადასხვა ერთგვარი ფილიალებიც გაკეთდეს. საქართველოში აღმოვაჩინე პროფესორი კახა ჭელიძე, რომელიც ჩვენი სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელია, და რომელიც ამ სისტემის შექმნაში მეხმარება. ამას არ ვუყურებ როგორც ბიზნესს, რომელშიც ფული უნდა ჩადო და შემდეგ ამოიღო, არა. მე ჩამოვედი საქართველოში, რომ შევქმნა ქართული ველნეს-ინდუსტრია“, - თქვა მან Forbes Talks -ისთვის მიცემულ ინტერვიუში.