გასული 24 საათი ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის არასახარბიელო შედეგებით დასრულდა. მაღალი ვოლატილობის მიუხედავად, ძირითადი ინდექსების ღირებულება პრაქტიკულად არ შეცვლილა: S&P 500 (-0.13%); Dow Jones (-0.15%); Nasdaq (-0.15%).
რაც შეეხება საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიებსა და სექტორებს, აღმასვლის ყველაზე ძლიერი ტენდენცია სამედიცინო-ფარმაცევტულ სექტორში დაფიქსირდა, კერძოდ, ვაქცინების მწარმოებელი Novavax-ის საბაზრო ღირებულება თითქმის 10%-ით გაიზარდა; 8.7%-ით მოიმატა Inovio-ს აქციების ღირებულებამ; Sorrento-ს აქციები 8.2%-ითაა გაზრდილი, ხოლო Moderna-ს აქციების ფასმა 4.7%-ით მოიმატა.
Novavax-ის თვალსაჩინო წარმატება სიდნეიში გამართულ კონფერენციას უკავშირდება - კომპანიამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით ახალი კვლევის შედეგები და მონაცემები გაასაჯაროვა, რამაც ინვესტორებისა და ტრეიდერების მხრიდან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში Novavax-ის ვაქცინა აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოსგან (FDA) საბოლოო ავტორიზაციას მიიღებს, რაც, ექსპერტების შეფასებით, მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის შემოსავლიანობას და მისი აქციების ფასების ზრდის პოტენციალს.
Dow Jones-ის ინდექსში წარმოდგენილი უმსხვილესი ამერიკული კომპანიებიდან გასულ 24 საათში საუკეთესო შედეგები UnitedHealth-ს; Johnson & Johnson-ს; P&G-სა და McDonald’s-ს ჰქონდათ - მათი აქციების ღირებულება თითქმის 2%-ით გაიზარდა.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო