27.ივნისი .2022 15:00

საფონდო ბირჟებზე უმსხვილესი კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა - გასული კვირის შეჯამება

საფონდო ბირჟებზე უმსხვილესი კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა - გასული კვირის შეჯამება
views 1441
უკან

მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, გასულ კვირას ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აღმასვლის ძლიერი ტენდენცია დაფიქსირდა. აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ღირებულება (S&P 500) თითქმის 6.5%-ით გაიზარდა; Dow Jones-ის ინდუსტრიული ინდექსის ღირებულებამ 5%-ზე მეტით მოიმატა; ხოლო მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების ინდექსის (Nasdaq) ღირებულება ერთ კვირაში დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.

ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, ბირჟების კორექცია ერთგვარ ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, რადგან არსებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკები მიმდინარე ფასებზე უკვე ასახულია, პოტენციური რეცესიის ნეგატიური მოლოდინებიც ინვესტორთათვის სიახლეს აღარ წარმოადგენს და ეს უკანასკნელიც, უმეტესწილად, საფონდო ბირჟაზე უკვე ასახულია.

გასული კვირა შესანიშნავი შედეგებით დასრულდა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისთვის:

Apple (+8.8%);
Microsoft (+9.4%);
Google-Alphabet (+11.3%);
Amazon (+13.3%);
Tesla (+14.9%);
Berkshire Hathaway (+2.7%);
Johnson & Johnson (+6.8%);
Tencent (+1.7%);
UnitedHealth (+9.9%);
Meta (+5.2%).

რაც შეეხება ზოგად ინდუსტრიებს, გასულ კვირას ტექნოლოგიური სექტორი 11.1%-ით გაიზარდა; ჯანდაცვის სექტორმა 10.2%-ით მოიმატა; სერვისების სექტორში კი ზრდის მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა