მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ეკონომიკის აღდგენისთვის 100 მილიარდი ევრო გამოიყოფა

5f196dcb8bc26
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.20 19:00
1130
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი აცხადებს, რომ საფრანგეთის ეკონომიკური მდგომარეობა 8%-ით გაუმჯობესდება მომავალი წლისთვის და კრიზისამდე არსებულ მდგომარეობას 2022 წელს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, მაგრამ მყიფეა იმისთვის, რომ 11%-იანი ეკონომიკური ვარდნა, რაც წელს არის ნავარაუდევი, შეცვალოს უკეთესობისკენ.

ლე მარის განცხადებით, საფრანგეთის მთავრობა 24 აგვისტოს წარადგენს ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს და 100 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება იქნება გათვალისწინებული ევროზონის მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის აღსადგენად.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საფრანგეთის ეკონომიკა მომავალი წლიდან 8%-ით იმ შემთხვევაში გაუმჯობესდება, თუ წელს რეცესიის სიღრმის შემცირებას მოახერხებენ.

„ჩემი შეხედულებით, საფრანგეთის ეკონომიკა შეძლებს კრიზისის წინა პერიოდს დაუბრუნდეს 2022 წლიდან“,- განაცხადა ლე მარიმ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მთავრობამ 460 მილიარდი ევრო უკვე დახარჯა ეკონომიკის მხარდასაჭერად.