მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში დღეიდან ისევ ლოქდაუნი ცხადდება

605492d8d9b69
ნათია თაქთაქიშვილი
19.03.21 17:40
2302
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის ინფორმაციით, დღეიდან ქვეყანაში ოთხკვირიანი კარანტინი ცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ახალი შეზღუდვების ფარგლებში, სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება, თუმცა ერთი საათით, 19:00 საათამდე გადაიწევს კომენდანტის საათის ამოქმედება.

ამასთან ფუნქციონირებას განაგრძობენ ის მაღაზიები, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტებს ყიდიან, მათთან ერთად იმუშავებენ წიგნის მაღაზიებიც.

რაც შეეხება გადაადგილებას, მოქალაქეები შეძლებენ საცხოვრებლიდან მხოლოდ 10 კილომეტრის რადიუსში მოძრაობას. შეიზღუდება რეგიონებში მგზავრობა.

როგორც ჟან კასტექსი აცხადებს, საფრანგეთში ხელახალი „ლოქდაუნის“ გამოცხადება კორონავირუსის ახალ შტამს უკავშირდება - ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 35,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„4-კვირიანი ლოქდაუნი კორონავირუსის მოსალოდნელი შედეგების გასანეიტრალებლად დაგვჭირდება. ამ პერიოდში შევძლებთ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების აცრას“, - განაცხადა ჟან კასტექსმა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა უკვე განაახლა Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრით - AstraZeneca-თი ვაქცინაცია.