მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში ფასების ზრდის გამო გაფიცვა დაიწყო

634e7fa52252d
მარიამ ვარადაშვილი
18.10.22 14:39
1077

საფრანგეთის პროფესიული კავშირებმა ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა დაიწყეს. ისინი გაზრდილი ინფლაციის ფონზე ხელფასის მატებას ითხოვენ.

როგორც Reuters წერს, გაფიცვა ძირითადად გავლენას საჯარო სექტორზე - სკოლებსა და ტრანსპორტზე მოახდენს. დღევანდელი გაფიცვა ნაწილია მანამდე ერთკვირიანი პროტესტისა, რამაც საფრანგეთის ძირითადი ქარხნების მუშაობა და ბენზინგასამართ სადგურების შეფერხება გამოიწვია. 

ევროზონაში მეორე ყველაზე დიდი ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანაში გაფიცვას პოლიტიკური კონტექსტიც ახლავს, რადგან საფრანგეთის მთავრობა 2023 წლის ბიუჯეტს განიხილავს. მთავრობა აპირებს გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და ბიუჯეტი პარლამენტის მხარდაჭერის გვერდის ავლით დაამტკიცოს. 

გაფიცვის გარდა, დემონსტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი.