მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პიკს 7-10 დღეში ელოდებიან

6065d07bbf1a8
ნათია თაქთაქიშვილი
01.04.21 22:45
610
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივერ ვერანის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკს 7-10 დღეში ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ოლივერ ვერანის თქმით, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ლოქდაუნი კორონავირუსის გავრცელების ტემპს შეამცირებს. მისივე განცხადებით, ის ინფიცირებულების რაოდენობის კლებას 2-3 კვირის ვადაზე ელოდება.

„მტკიცედ მჯერა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები აპრილის ბოლომდე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირდება“, - განაცხადა ოლივერ ვერანმა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე საავადმყოფოში 28,000 ადამიანი მკურნალობს, ამასთან 5,072 მათგანი რეანიმაციაშია, ეს პირველი შემთხვევაა გასული წლის აპრილის შემდეგ, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რიცხვმა 5,000 მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში რიგით მესამე სრული ლოქდაუნის გამოცხადების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გუშინ მიიღო. ახალი შეზღუდვების მიხედვით, სკოლებში სასწავლო პროცესი რეალურ რეჟიმში მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში შეწყდება.