მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში კოვიდ-შემთხვევების ანტირეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

5fa642d5ef3ac
თამთა ჯიჯავაძე
07.11.20 10:44
997
საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ანტირეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაინფიცირების 60 486 შემთხვევა დადასტურდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მხოლოდ პარასკევს 828 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში კი დაღუპულია თითქმის 40 000 ადამიანი.

ამასთან, საფრანგეთში საერთო ჯამში 1.7 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მორიგი „ლოქდაუნი“ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა. კარანტინის პირობების მიხედვით, 1 დეკემბრამდე მოქალაქეებს სახლების დატოვება შეუძლიათ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით, ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის საყიდლად, სამედიცინო დახმარების მისაღებად ან სავარჯიშოდ დღეში მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში.

ყველა რესტორანი და ბარი, ასევე მაღაზია, რომელიც არაპირველადი მნიშვნელობის პროდუქციას ყიდის, დაიხურა. სკოლები კვლავ ღია რჩება.

ამასთან, საღამოს 22 საათიდან დილის 6 საათამდე მთელ ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული.