მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკა ან უნდა გადაიხედოს, ან გაუქმდეს - გახარია

5fe45742adc93
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.20 13:00
1475
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამნეტთან მთავრობის ახალ შემადგენლობას საგადასახადო შეთანხმებებში შესატან ცვლილებებზე მოუწევს მსჯელობა. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე 2021-2024 წლებისთვის სამთავრობო პროგრამის - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ცვლილებების ფარგლებში შეიძლება დაკორექტირდეს ან საერთოდ გაუქმდეს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის "საგადასახადო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკა".

„მოგვიწევს ამ პარლამენტთან ერთად განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების, დღეს უკვე შეიძლება ასე ვთქვათ, მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები, ან საერთოდ ამ პრაქტიკის გაუქმება.

მაშინ, როდესაც საგადასახადო საკანონმდებლო ჩარჩო მოყვანილია წესრიგში, მაშინ, როდესაც არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომელიც რთულ პირობებში მოხვედრილ, ან საგადასახადო ვალდებულებადაგროვილ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს დავების / მედიაციის, ბანკროტობის და სხვა ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა დადგა დრო, რომ ჩვენც სერიოზულად განიხილოთ საგადასახადო შეთანხმების - როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ფორმის ეფექტიანობა და სამართლიანობაც მათ შორის“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ზოგადად საგადასახადო სისტემის სრულყოფისთვის გარკვეული ცვლილებები გასაკეთებელია.

„ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური. საგადასახადო სისტემაში დღეს ჩვენ გვაქვს უამრავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. მოგვიწევს დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს შეღავათი, რომ იქ სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს ზოგგან გავაძლიეროთ, ხშირ შემთხვევაში ალბათ გავაუქმოთ, იმიტომ, რომ საგადასახადო შეღავათების ეფექტურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.