მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო: ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი WHO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

5f3cfdc0edce4
BM.GE
19.08.20 14:20
985
ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა კოვიდ19-ის გავრცელების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური ზომები. 

"WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიეუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ ქვეყანა რეგიონში სამაგალითოა არა მხოლოდ კოვიდ19-თან ბრძოლაში, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის, C ჰეპატიტთან ბრძოლისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. იგი მიესალმა ჯანდაცვის საკითხებზე საქართველოს მთავრობის მაღალ დონეზე აქტიურობას და აღნიშნა, რომ სწორედ მაღალი დონის ჩართულობით შეძლო ქვეყანამ „Health for all” პრინციპის დაცვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები საქართველოსა და WHO-ს ურთიერთობების გაგრძელებასა და ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ,"- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.