ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.26 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა, დოლართან და ევროსთან ლარის გამყარების გამო ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა 21.7 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 3.9 მილიარდით არის შემცირებული.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.
ვისი ვალი აქვს საქართველოს - სტატისტიკა:
● ADB - 2.06 მილიარდი დოლარი;
● მსოფლიო ბანკის ჯგუფი - 1.97 მილიარდი დოლარი;
● EIB - 909 მილიონი დოლარი;
● საფრანგეთი (AFD) - 728 მილიონი დოლარი;
● გერმანია (KFW) - 623 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ევრობონდი - 500 მილიონი დოლარი;
● EBRD - 226 მილიონი დოლარი;
● AIIB - 194 მილიონი დოლარი;
● IMF (მთავრობა) - 194 მილიონი დოლარი;
● იაპონია - 151 მილიონი დოლარი;
● EU - 140 მილიონი დოლარი;
● IFAD - 37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი - 22 მილიონი დოლარი;
● ავსტრია - 14 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი - 12 მილიონი დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები - 11 მილიონი დოლარი;
● CEB - 9 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - 6 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი - 4 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - 3 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - 3 მილიონი დოლარი;
● ირანი - 2 მილიონი დოლარი;
ამასთანავე, საქართველოს მთავრობას გამოშვებული აქვს 500 მილიონი დოლარის ევრობონდი, ხოლო ეროვნულ ბანკს აქვს IMF-ის მიმართ 428 მილიონი დოლარი მართებს.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი