მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ვალი 8.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს - ვისი ვალი აქვს საქართველოს?

6424270c769dd
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.23 16:18
2465

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.51 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 610 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა, დოლართან და ევროსთან ლარის გამყარების გამო ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა 22.27 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 880 მილიონი ლარით არის შემცირებული.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ვისი ვალი აქვს საქართველოს - სტატისტიკა:

● ADB - 2.14 მილიარდი დოლარი;
● მსოფლიო ბანკის ჯგუფი - 2.02 მილიარდი დოლარი;
● EIB - 1 მილიარდი დოლარი;
● საფრანგეთი (AFD) - 728 მილიონი დოლარი;
● გერმანია (KFW) - 620 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ევრობონდი - 500 მილიონი დოლარი;
● EBRD - 235 მილიონი დოლარი;
● AIIB - 202 მილიონი დოლარი;
● IMF (მთავრობა) - 195 მილიონი დოლარი;
● იაპონია - 140 მილიონი დოლარი;
● EU - 145 მილიონი დოლარი;
● IFAD - 37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი - 18.7 მილიონი დოლარი;
● ავსტრია - 13.6 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი - 12 მილიონი დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები - 10.4 მილიონი დოლარი;
● CEB - 9 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - 5.3 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი - 3 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - 2.7 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - 2.4 მილიონი დოლარი;
● ირანი - 2 მილიონი დოლარი;

ამასთანავე, ეროვნულ ბანკს აქვს IMF-ის მიმართ 415 მილიონი დოლარი მართებს.

საგარეო ვალი
Infogram