2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა 3.26 მილიარდი ლარის ახალი საგარეო კრედიტების აღებას გეგმავს. ეს თანხა 2025 წელთან შედარებით 1.44 მილიარდი ლარით მეტია, რაც 2021 წელს გამოშვებული $500-მილიონიანი ევროობლიგაციის რეფინანსირებას უკავშირდება. ამ ახალ ფასიან ქაღალდს მთავრობა მომდევნო წლის გაზაფხულზე გამოუშვებს და მიღებული თანხით 2021 წელს გამოშვებულ ევროობლიგაციას დაფარავს.
რაც შეეხება სხვა ვალდებულებებს, ისინი ძირითად ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დაფინანსებასთან არის დაკავშირებული. ესენია ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარების პროექტი, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის განვითარება, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, სარკინიგზო სექტორის რეფორმა, თბილისის მეტროს შემადგენლობის განხორციელება და სხვა პროექტები.
რაც შეეხება ამ პროექტების კრედიტორ ორგანიზაციებს, მათ შორის აზიის განვითარების ბანკი (ADB) ლიდერობს, რომლისგანაც მისაღები თანხები მომდევნო წელს 500 მილიონ ლარს აჭარბებს. მეორე პოზიციაზეა მსოფლიო ბანკი, ასევე მნიშვნელოვან თანხებს მიიღებს მთავრობა KFW-სგან, EIB-დან და EBRD-ისგან.
ვალდებულებების დაფარვის მხრივ კი მომდევნო წელს მთავრობა 2.87 მილიარდი ლარის საგარეო ვალებს გაისტუმრებს (2025 წელს 1.37 მილიარდი), 2026 წელს დასაფარი 2.87 მილიარდიდან 1.35 მილიარდი ლარი $500-მილიონიან ევრობონდზე მოდის, რომლის დაფარვაც ახალი სესხის აღებით მოხდება.
2026 წლის საკრედიტო ვალდებულებების გეგმა ასე ნაწილდება:
| პროექტის/პროგრამის დასახელება | 2026 წლის გეგმა მლნ ლარი |
| $500-მილიონიანი ევრობონდის რეფინანსირება | 1,350 მლნ ლარი; |
| რკინიგზის სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები | 162.5 მლნ ლარი; |
| რკინიგზის სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები | 162.5 მლნ ლარი; |
| ზოგადი განათლების სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები | 108 მლნ ლარი; |
| Log-In Georgia (WB, EIB) | 100 მლნ ლარი; |
| წყალზე ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები | 100 მლნ ლარი; |
| თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) | 83 მლნ ლარი; |
| ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა (ADB, EBRD) | 80 მლნ ლარი; |
| საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა (WB) | 77 მლნ ლარი; |
| ბათუმი-სარფის გზის პროექტი (ADB) | 68 მლნ ლარი; |
| იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) | 61 მლნ ლარი; |
| საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი (WB) | 55 მლნ ლარი; |
| ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB) | 50 მლნ ლარი; |
| საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) | 48 მლნ ლარი; |
| აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) | 45 მლნ ლარი; |
| თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II-გაზი) (EBRD) | 45 მლნ ლარი; |
| 500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (EU-NIF, KfW) | 40 მლნ ლარი; |
| ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) | 40 მლნ ლარი; |
| კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი (WB) | 40 მლნ ლარი; |
| ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EU-NIF, EBRD, KfW) | 40 მლნ ლარი; |
| ხელედულა-ლაჯანური-ონი (EU-NIF, KfW) | 40 მლნ ლარი; |
| ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) | 38 მლნ ლარი; |
| ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) | 37 მლნ ლარი; |
| ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი (ADB) | 35 მლნ ლარი; |
| თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბადიაური-ბაკურციხის მონაკვეთის მშენებლობა (WB) | 35 მლნ ლარი; |
| ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EBRD, EU, EIB) | 30 მლნ ლარი; |
| საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა (AFD) | 30 მლნ ლარი; |
| ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW, EU-NIF) | 25 მლნ ლარი; |
| შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი (WB) | 25 მლნ ლარი; |
| 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB) | 25 მლნ ლარი; |
| საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა (ADB) | 22.8 მლნ ლარი; |
| საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB) | 20.0 მლნ ლარი; |
| მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) | 19.5 მლნ ლარი; |
| მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) | 18.0 მლნ ლარი; |
| ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD) | 16.5 მლნ ლარი; |
| საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (AFD, EIB, ADB) | 15.3 მლნ ლარი; |
| პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) | 12.9 მლნ ლარი; |
| დარგობრივი სესხი განათლების სექტორისთვის (ADB) | 11.5 მლნ ლარი; |
| ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) | 7.0 მლნ ლარი; |
| დარგობრივი სესხი წყლის სექტორისთვის (AFD, ADB) | 5.5 მლნ ლარი; |
| აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (E5P, EBRD, SIDA) | 5.0 მლნ ლარი; |
| მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება (ADB) | 5.0 მლნ ლარი; |
| თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის პროექტი (EBRD, E5P) | 5.0 მლნ ლარი; |
| სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა (EIB) | 4.2 მლნ ლარი; |
| თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი (EBRD) | 4.0 მლნ ლარი; |
| გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW) | 4.0 მლნ ლარი; |
| თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპანის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) | 3.4 მლნ ლარი; |
| მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში (KfW) | 3.0 მლნ ლარი; |
| მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) | 2.4 მლნ ლარი; |
| თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) | 2.0 მლნ ლარი; |
| ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) | 0.9 მლნ ლარი. |



























