მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანა რომ გავხდეთ, დიდი ეკონომიკური სივრცის ნაწილი უნდა ვიყოთ“

63adba3b3682f
ალა ისპირიანი
29.12.22 20:00
770
PMCG-ის ხელმძღვანელის ლექსო ალექსიშვილის მოსაზრებით, იმის გამო, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ეკონომიკის გამოწვევას სწორედ ქვეყნის სიმცირე წარმოადგენს.  მისი განმარტებით, ამ წინააღმდეგობის გადალახვის ერთადერთი გზაა, საქართველო დიდი ეკონომიკური სივრცის ნაწილი გახდეს.

მან გადაცემა „ საქმის კურსში“ იმ გზებზე ისაუბრა, რომლითაც საქართველო საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი და დიდ ეკონომიკურ სივრცეებში საკვანძო როლის შემსრულებლის ნაწილი გახდება.

„საინვესტიციო თვალსაზრისით ეს ქვეყანა, როგორც მასშტაბი საინტერესო არ არის, ამიტომ ჩვენ ევროპის ნაწილი უნდა ვიყოთ, როგორც მისი ეკონომიკური სივრცის ბუნებრივი ნაწილი. ამ შემთხვევაში ეკონომიკა სხვა რეჟიმში გადაეწყობა და ის დიდი ეკონომიკისთვის რაღაც კონკრეტული ფუნქციის მატარებელი იქნება. დღეს ყველაზე რეალისტური სცენარია, რომ საქართველომ საკვანძო როლი ითამაშოს დიდ ეკონომიკებში. ეს არის ევროპა, არაბული სამყარო, თურქეთი, ცენტრალური აზია და ჩინეთი.

იმისათვის, რომ საკვანძო როლი შევასრულოთ უნდა გვქონდეს სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, ასევე ნორმალური ბიზნეს გარემო თავისი სასამართლო და მმართველობითი სისტემებით და საკმარისი შრომითი რესურსი, რომელმაც ამის შესრულება უნდა უზრუნველყოს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ პროცესს თუ შევხედავთ და იმას, მიესადაგება თუ არა ეკონომიკური პოლიტიკა ან ზოგადად ეკონომიკა ამ მიმართულებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიესადაგება. 30 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სწორად ვმოძრაობთ. გვაქვს ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. როგორც განაცხადეს, ამჟამად ასევე მიმდინარეობს [მოლაპარაკებები] არაბულ ქვეყნებთან და ინდოეთთან. ეს არის იმ საკვანძო ფუნქციის ტარება რაც ვთქვათ“, - განაცხადა მან.