„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვა დამსაქმებელთა შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ მოლაპარაკებებში ჩართულმა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ და თავად კომპანიამაც განაცხადა.
დამსაქმებელსა და გაფიცულ დასაქმებულებს შორის მიღწეულ შეთანხმების დეტალების შესახებ გაფიცულთა უფლებების დამცველი აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
„შეთანხმებას წინ უძღოდა გარკვეული სახით ორმხრივი დათმობები“, - ნათქვამია LABOR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, 13 თებერვლიდან "საირმის" ქარხნის მუშები ღირსეული სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ და ეს პროტესტი 36 დღეს გაგრძელდა.
„ამ ხნის განმავლობაში რა გამოიარეს, რისი გადატანა მოუწიათ, ამის შესახებ დროდადრო მოგიყვებით, თუმცა ზუსტი სურათის გადმოცემას ვერ მოვახერხებთ.
გაფიცვასთან ერთად დაიწყო დიდთოვლობა და ყინვა... გაუსაძლისი ამინდების პირობებში ეს ადამიანები იდგნენ ლურჯი ბრეზენტის ქვეშ საკუთარი ღირსების სადარაჯოზე. დიახ, ბრძოლამ მიიღო პრინციპული სახე და დამარცხება თავიდანვე გამორიცხული იყო.
უამრავი გამოწვევა იყო დაძლეული. ცილისწამებები, პროვოკაციული ქმედებები გაფიცულთა წინააღმდეგ მთავარ იარაღად აქციეს. იყო დაპირისპირებები ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მათი პროვოკაციების თუ საჩივრების საფუძველზე სამართალდამცავებთანაც.
დიდი როლი ითამაშა საზოგადოების მხარდაჭერამ. გაფიცულები გრძნობდნენ რომ არ იყვნენ მარტო და მათი ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის პათოსს გასცდა, ეს იყო ერთგვარი პასუხისმგებლობა უიმედობით და ნიჰილიზმით მოწამლული საზოგადოების წინაშე, იმის მტკიცება, რომ ბრძოლას აქვს აზრი და თუ არ მოგწონს არ უნდა წახვიდე, უნდა დარჩე და შეცვალო მდგომარეობა“, - აცხადებენ აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირში.
LABOR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, რომ 36-ე დღეს მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას წინ გარკვეული სახით ორმხრივი დათმობები უძღოდა და პირველი ნაბიჯი კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელთა მხრიდან გადაიდგა, რაც სიტყვიერად მადლობით გამოიხატა, იმის გამო, რომ საჭირო ადამიანამდე მივიდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა ხდებოდა საწარმოში, ხოლო ქმედითად გამოიხატა იმ სამი ადმინისტრაციის წარმომადგენლის სამსახურიდან განთავისუფლებით, რომლებიც გაფიცულთა მიმართ პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. საპასუხოდ გაფიცულებმა გზა გაუხსნეს საექსპორტოდ გამზადებულ წყლით დატვირთულ ტრაილერს.
რაც შეეხება შეთანხმების პირობებსა და დეტალებს, აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ცნობით, შეთანხმება მოიცავს:
• ხელფასის ზრდა 22.5%-ით;
• ხელფასის ზრდა 34%-ით ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში;
• ცვლის უფროსის დანამატი განისაზღვრა 150 არის ოდენობით;
• დამლაგებლის ხელფასის ზრდა 30 %-ით და ასევე კადრის დამატება;
• მეწარმე სუბიექტის (მძღოლი) მომსახურების ანაზღაურების ზრდა 22.5 %-ით;
• ზეგანაკვეთური შრომის და უქმე დღეების მუშაობის ანაზღაურების განსაზღვრა დამატებით 25%-ით;
• გაფიცვის დღეების ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით;
• ხელფასის ყოველწლიური ინდექსაცია;
• გაუქმდება, თანამშრომლებზე 2023 წლის 1 თებერვალს გაცემული წერილობითი გაფრთხილებები;
• დასაქმებულ ოპერატორებს მოეხსნათ ვალდებულება ასწავლოს ახალ ოპერატორს ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობები;
• კოლექტიური შეთანხმება 2024 წლამდე;
LABOR-ში აცხადებენ, რომ ცვლილებები დაიწყო: „ჩვენ პროცესებს ვადევნებთ თვალს. ვიმედოვნებთ, რომ საწარმოს მოწესრიგება-განვითარებისათვის ძვრები დაიწყება დროის მოკლე მონაკვეთში და ძალიან მალე ფურცელზე დატანილ ხელმოწერებით განმტკიცებულ შეთანხმების პრაქტიკულ ნაწილს ვიხილავთ.
„ვიმედოვნებთ, "საირმე" გახდება კარგი დამსაქმებელი და სამომავლოდ პრეტენზია ექნება იყოს წამყვანი ბრენდი საერთაშორისო მასშტაბით. მადლობა მათ ვინც გულწრფელად მხარს გვიჭერდა.
ლაბორმა და მისმა წევრებმა კიდევ ერთი ისტორია შექმნეს“, - წერია აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი