მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკითხები, რაზეც საქართველომ ბიზნეს ასოციაციამ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა

5e38119f2cdf4
ელენე გოგბერაშვილი
03.02.20 16:25
1205
შრომის ახალი კანონმდებლობა და შრომის ინსპექციის გაზრდილი უფლებები - ეს ის საკითხებია, რაზეც ინვესტორთა საბჭოს ფორმატში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შენიშვნები გამოთქვა.

„გვქონდა რამდენიმე საკითხი. კონკრეტულად ჩვენ ვისაუბრეთ შრომის კანონმდებლობაზე, რომელზეც ადრე გამოვთქვით შენიშვნები. დღესდღეობით, ამ ახალი კანონმდებლობის განხილვა არ მიმდინარეობს, მაგრამ დღესვე ვთხოვეთ პრემიერ მინისტრს და მინისტრებს, რომ როგორც კი დაიწყება ამ კანონპროექტის განხილვა და თუ დაიწყება, აუცილებლად გაითვალისწინონ შენიშვნები, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ.

ასევე ვისაუბრეთ შრომის ინსპექციაზე, რასთან დაკავშირებითაც უკვე არის ახალი კანონ-პროექტი. ამასთან დაკავშირებითაც არის მოსაზრება, რომ ზოგიერთი მუხლი არ უნდა განხორციელდეს, უფრო მეტიც წამყვან დასავლურ ევროპულ ქვეყნებში არ არის ის მოთხოვნები, რასაც ეს კანონპროექტი აყენებს. ცალსახად დავიცავთ ჩვენი წევრების ინტერესებს.

ყოველგვარი სასამართლოს გადაწვეტილების გარეშე შეუძლიათ შევიდნენ ნებისმიერ კომპანიაში და განახორციელონ მონიტორინგი და ზედამხედველობა საკითხების, რომელიც ვფიქრობ, რომ უნდა სცილდებოდეს მათი კომპეტენციის არეალს, თუმცა ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ხელისუფლებასთან და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, თუ ის იქნება მიღებული, რომელიც იქნება ბიზნესის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული;

როცა ვამბობთ, რომ ხდება ჰარმონიზაცია და დაახლოება ევროკავშირთან როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის ინტერესია, რომ ეს დაახლოება ისე უნდა ხდებოდეს, რომ არ მოხდეს არც დამსაქმებელის დაზიანება და არც დასაქმებულის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.