მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკურორტო ზონას უნდა მართავდეს ერთი გენერალური მენეჯერი" - რას აპირებს გახარია

5e2b244636f61
BM.GE
24.01.20 21:04
3817
ჩვენ უკვე გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, საკურორტო ზონებში მენეჯმენტ-კომპანიების შესაქმნელად, - ამის შესახებ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, უნდა არსებობდეს საკურორტო ზონის გენერალური მენეჯერი, რათა ისეთი პრობლემები არ შეიქმნას მომავალში, როგორც წელს გუდაურსა და ბაკურიანში იყო.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა და პრობლემა ტურისტული ლოკაციების, ქალაქების მართვის თვალსაზრისით. აქ არის გარკვეული არევა. ადგილობრივი ხელისუფლება ასრულებს თავის ფუნქციას, ეკონომიკის სამინისტრო ასრულებს თავის ფუნქციას.. მთის განვითარების სააგენტო ასრულებს თავის ფუნქციას.. ტურიზმის სააგენტო ასრულებს თავის ფუნქციას... აქ ცოტა კოორდინაციის პრობლემაა, რაც აშკარად გამოჩნდა გუდაურისა და ბაკურიანის სამწუხარო მაგალითით.

ჩვენ უკვე გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, მსგავს ზონებში მენეჯმენტ-კომპანიების შესაქმნელად, აქ უნდა იყოს კოორდინირიებული, კონცენტრირებული მუშაობა და საერთოდ უნდა არსებობდეს ერთი გენერალური მენეჯერი, რომელიც მართავს მთლიანად საკურორტო ზონას. კურორტი რთული მექანიზმია, ეს არის რთული ბიზნესპროცესი. ამიტომაც როდესაც მსგავსი რაოდენობით გვაქვს ტურისტების ნაკადების ზრდა, როგორიც ბაკურიანსა და გუდაურში იყო, შეუძლებელი იქნება [მართვა], ჩვენ თუ არ გავაჩინეთ ასეთი ვერტიკალი, რომელიც, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს და პატივს სცემს ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ქვეყნის სახე, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის ბრენდინგი და თითოეულ შეცდომას, რომელიც მოხდა ბაკურიანსა და გუდაურში, აქვს სერიოზული ზეგავლენა ტურიზმის განვითარებაზე“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ინიციატივას უახლოეს მომავალში პარლამენტში წარადგენენ, და მომავალ საკურორტო სეზონს ქვეყნა უკვე ახალი მენეჯმენტის სქემით შეხვდება.

შეგახსენებთ, გუდაურისა და ბაკურიანის ნაწილს იანვრის დასაწყისში წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები