მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო ბიზნესთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს - ეკატერინე ტიკარაძე

5fdb20d716f0a
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 14:30
830
არანაირი ცუდი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან არ მაქვს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის მიერ გადადმული ზოგიერთი ნაბიჯის გამო გარკვეულ ადამიანებთან ბიზნესინტერესების გადაკვეთა მოხდა. თუმცა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე იყო აზრთა სხვაობა, ან კონკრეტულად ვისთან ჰქონდა მას ინტერესთა კონფლიქტი. BM.GE დაინტერესდა, ინტერესთა გადაკვეთაზე საუბრისას, ხომ არ გულისხმობდა ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის ბიზნესს, რაზეც მინისტრმა უპასუხა რომ - არა.

„არანაირი ცუდი ურთიერთობა სამედიცინო ბიზნესთან არ მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო ბიზნესში, ასევე სხვაგანაც, იმ წესების დაცვა, რომელზეც გადის ადამიანის ჯანმრთელობა და მის უსაფრთხოება - იქ, სადაც დაცულია წესები, ნორმები და კანონი, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა არც კომუნიკაციის და არც სხვა კუთხით. აქედან გამომდინარე მე ეს არ მიგულისხმია, ჩემი პირდაპირობა თქვენ იცით და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ეს გახდება გასაჯაროების და მტკიცებით ფორმაში სასაუბრო, აუცილებლად მოგახსენებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.