მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი საავადმყოფოები ლიდერობდნენ შემოსავლებით 2021 წელს - Galt & Taggart

64525d4d0a82c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.23 00:00
3714
საქართველოს ჯანდაცვაში კერძო სექტორის წილი ბევრ განვითარებად და განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით მაღალია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში კერძო, მოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოების ხვედრითი წილი საავადმყოფოთა მთლიან რაოდენობაში 86%-ს შეადგენს, დანარჩენი 14% (ძირითადად სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, როგორებიცაა ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური და ა.შ.) კი სახელმწიფო საკუთრებაშია.

ამგვარად საავადმყოფოების განაწილება საკუთრების ფორმის მიხედვით შედგენილ რეიტინგში საქართველოს ნიდერლანდების შემდეგ მეორე ადგილი უკავია.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სექტორის საოპერაციო და ფინანსური ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასშტაბის მიღწევაა, თუმცა სექტორი კვლავ ფრაგმენტულია.

2021 წლის მონაცემებით, საავადმყოფოების რეიტინგში როგორც ჰოსპიტალიზაციის ასევე შემოსავლების მიხედვით ევექსი, ავერსი და ჯეო ჰოსპიტალსი ლიდერობენ.

შემოსავლების მიხედვით, ჰოსპიტლების რეიტინგი ასეთია:

1. ევექსი - 13.4%;
2. ავერსი - 7.5%;
3. ჯეო ჰოსპიტალსი - 3.1%;
4. ვივო მედიქალ ჯგუფი - 2.8%;
5. ჰიუ ჰოსპიტალსი - 2.3%;
6. თოდუას კლინიკა - 2.1%;
7. ღუდუშაურის კლინიკა - 1.4%;

სხვა კლინიკების ჯამური მოცულობა კი 67.4%-ია.

ამასთან, ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2022 წელს, საყოველთაო ჯანდაცვა კერძო ჯანდაცვის სექტორის შემოსავლების ნახევარს 1.4 მლრდ ლარს შეადგენს. კერძო ჯანდაცვის სექტორის შემოსავლები კი 2.8 მლრდ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები