მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო სწრაფი ტესტების ფასის დასადგენად ბაზრის ანალიზს ატარებს

5e846073a84c9
სალომე მეცხვარიშვილი
01.04.20 13:35
747
სწრაფი ტესტების ფასის დადგენისთვის ბაზრის ანალიზი მიმდინარეობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გაბუნია ამბობს, რომ უმოკლეს პერიოდში ეს ფასიც დადგინდება.

მისივე თქმით, დაახლოებით, 7 ლაბორატორიაა იდენტიფიცირებული, სადაც შესაძლებელია ოქროს სტანდარტის გავრცელება ანუ pcr ტესტების ჩატარება.

“როცა ვსაუბრობთ სწრაფ ტესტებზე, პირველ რიგში ამისთვის გავაკეთებთ იმ კლინიკების მობილიზებას და პერსონალის ტრენინგს, რომლებიც ჩართული არიან “კოვიდ 19-ის” მართვის მიმართულებით.

რაც შეეხება ფასის დადგენას, აქ არის გარკვეული სამუშაო შესასრულებელი, რადგან საბაზრო ფასის დადგენა ამ ეტაპზე რთულია. როგორც იცით, ასე თავისუფლად, პროდუქტი ბაზარზე არ არის ხელმისწავდომი. ვმუშაობთ სხვა ქვეყნების მთავრობებთან, რომ ორგანიზებულად და ცენტრალიზებულად შემოვიტანოთ ტესტები ქვეყანაში. ფასის დადგენისთვის ბაზრის ანალიზი მიმდინარეობს და უმოკლეს პერიოდში ეს ფასიც დადგინდება”, - აცხადებს გაბუნია.