„მოგებაზე ორიენტირებული ჯერ არ ვიყავი, ვცდილობდი რომ მომხმარებლამდე ის ემოცია მიმეტანა, რითიც ვქმნიდი ამ სამკაულებს“, - უყვება BM.GE-ის სამკაულების ქართული ბრენდის „ემოცია“-ს დამფუძნებელი თამარ აბულაძე.
კომპანია გასული წლის აგვისტოში ამოქმედდა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ არის გასული, როგორც დამფუძნებელი ამბობს, ქართულ ბაზარზე ადგილი უკვე დაიმკვიდრა.
თამარ აბულაძე ამბობს, რომ საწყისი ინვესტიციის მოცულობა 700 ლარი იყო და დღემდე სტარტაპში მოგების რეინვესტირებას ახდენს.
„აგვისტოდან დავიწყეთ ბაზარზე ოპერირება, მანამდე ვამზდებდი ხელნაკეთ აქსესუარებს საჩუქრებად, და არ მქონდა დაგეგმილი რომ ბიზნესი დამეწყო, ბოლოს მივხვდი რომ უნდა გამეგრძელებინა ამ საქმის კეთება. სანამ ბაზარზე შემოვიდოდი, გავაკეთე კვლევა, მოგებაზე ორიენტირებული ჯერ არ ვიყავი, უბრალოდ ვცდილობდი, რომ მომხმარებლამდე ის ემოცია მიმეტანა, რითაც ვქმნიდი ამ სამკაულებს. აქედან გაჩნდა სახელიც - „ემოცია“, - ამბობს თამარ აბულაძე.
„ემოცია“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ პროდუქტი ნებისმიერ სეგმენტზეა გათვლილი.
„ჩვენი სამკაულები იქნება ნატურალური ქვებისგან დამზადებული, ხის და რკინის ელემენტებით, ასევე ტყავის სამაჯურები. 15 ლარიდან იწყება ფასი და სხვადასხვა ფასი გვაქვს საყურეებზე, სამაჯურებზე და ყელსაბამებზე. ფასიც ნეიტრალური ავიღეთ, ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო.
ძირითადად ონლაინ იყიდება. პირველი გაყიდვები გვქონდა თელავში, პატარა სუვენირების მაღაზიაში ჩაიბარეს ჩვენი სამკაულები და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, ასევე გვაქვს გალერეა თბილისში ქართველი დიზაინერების კუთხეში, მესამე სართულზე და ანტერპრენიორების მაღაზიაში ვართ წარმოდგენილები.
ყველაზე დიდი გამოწვევა არის ბაზარზე შესვლა. ჩვენ ნაწილობრივ დამკვიდრებული გვაქვს თავი ბაზარზე, თუმცა აუცილებელია ბრენდის მეტი პოპულარიზაცია“, - უთხრა BM.GE-ის თამარ აბულაძემ.
„ემოცია“-ს სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი ამბობს, რომ პროდუქტზე მუშაობა მუდმივი პროცესია და ისინი პასუხობენ მათი მომხმარებლის მოთხოვნას.
„დღეისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მაღაზიებთან, რომ მოხდეს ჩვენი სამკაულების მათ ობიექტებზე შეტანა.
ექსპორტზე არ ვართ ჯერ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ არსებულ ონლაინ პლატფორმაზე განვათავსოთ ჩვენი „ემოცია“, თუმცა, რა მიმართულებით ზუსტად არ ვიცით.
ასევე გვინდა, რომ გავხსნათ მაღაზიები ბათუმსა და გორში, იმიტომ რომ ამ ქალაქებიდან ჩვენს სამკაულებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია“, - ამბობს თამარ აბულაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი