მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P Global საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2.5%-მდე ამცირებს

6298b404b8747
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.22 17:07
1204
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს. ორგანიზაცია მოელის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2.5%-ით გაიზრდება. უკრაინაში ომის დაწყებამდე სარეიტინგო სააგენტო საქართველოში 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

S&P Global-მა საქართველოში ინფლაციის პროგნოზსაც გადახედა. ომამდე ორგანიზაცია 2022 წელს 6.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებდა, ახალი პროგნოზით ინფლაცია წელს საშუალოდ 7% იქნება. გაუარესებულია საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც. ამჟამად S&P-ი საგადასახდელო ბალანსის დეფიციტს მშპ-ის 9.2%-ზე პროგნოზირებს, ომამდე კი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი 6% იყო.

განსხვავებულია მსოფლიო ბანკის შეფასება, რადგანაც 31 მაისს მსოფლიო ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინს პირიქით გააუმჯობესებენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე მსოფლიო ბანკმა ზრდის მოლოდინი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. ბანკი ამ საპროგნოზო მაჩვენებელს ისევ 5.5%-იან ნიშნულზე დააბრუნებს.

უცვლელია საქართველოს მთავრობის მოლოდინიც, რომელიც ქვეყანაში წელს 6%-იან ზრდას მოელის. დღეს გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, საქართველოს მშპ-ის ზომამ წელს 65.8 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები