მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლოები პროექტების წინასწარ დატაცებას ცდილობენ - კალაძე დეველოპერებს მიმართავს

5fa257fda1078
ინგა მურუსიძე
04.11.20 11:33
803
"უახლოეს პერიოდში დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ ავარიული შენობების ჩანაცვლების ეკონომიკურად გამართულ კონცეფციას", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, თუმცა მერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია ჯერ საჯარო არ არის, ბევრმა სამშენებლო კომპანიამ ამის  შესახებ გაიგო და მოსახლეობას აცნობენ ისეთ პირობებს, რომელიც თბილისის მთავრობის კონცეფციისგან განსხვავებულია.

„პრაქტიკულად, სამშენებლო კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს პროექტების წინასწარ დატაცების მცდელობას. მოსახლეობა შეყავთ შეცდომაში და არასწორ მოლოდინებს აჩენენ. მინდა მოვუწოდო მათ, ვინც ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით იწყებენ მუშაობას და არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეებს - თავი შეიკავეთ მსგავსი ქმედებისგან. ნუ ვაზარალებთ პროცესს. ვთხოვ, ადგილობრივ მოსახლეობას, ვიდრე კონცეფცია საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება, ნუ შეხვალთ ვინმესთან კომუნიკაციაში და ნურავისთან გააფორმებთ ხელშკრულებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ვარკეთილში მდებარე ავარიულ შენობებს.

კახა კალაძე ამბობს, რომ მერიის მიერ მომზადებული კონცეფციის პრეზენტაციაზე ყველა დეველოპერული და სამშენებლო კომპანია იქნება მიწვეული.