მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Samsung-ის გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

5f9a6a02c190e
ნათია თაქთაქიშვილი
29.10.20 22:30
1024
კომპანია Sumsung-ი მესამე კვარტლის ფინანსურ მონაცემებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვით კომპანიის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს – 59 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი სმარტფონების გაყიდვიდან 50%-ით გაიზარდა, ხოლო მიკროჩიპებიდან - 82%-ით.

კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მესამე კვარტალში 8.3 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 49%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

BBC-ი წერს, რომ samsung-ის სმარტფონებზე და მიკროჩიპებზე მოთხოვნის ზრდა აშშ-ის მიერ კონკურენტი Huawei-ისთვის სანქციების დაწესებას უკავშირდება.